რთული რელიეფის გამო ხანძრის კერებთან მისვლას სახანძრო მანქანები ვერ ახერხებენ, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები ცდილობენ.
„ცეცხლის ქრობაში 120 მეხანძრე-მაშველია ჩართული. მათ რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა ძალა, რათა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელება არ მოხდეს“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ვერტმფრენსაც ჩართავენ.