weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორის კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

11:53 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018
ფოტო: რადიო თავისუფლება ფოტო: რადიო თავისუფლება

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შავგულიძე ითხოვდა, რომ საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის ღია ყოფილიყო, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შავგულიძის თქმით, ასეთ ვითარებაში კონკურსში მისი მონაწილეობა მხოლოდ დემოკრატიულობის ანტურაჟს შექმნიდა.

„საპროკურორო საბჭოს შევუთვალე, რომ ჩემს კანდიდატურას ვხსნი და ამის მიზეზია ის, რომ მიუხედავად სრულიად დასაბუთებული მოთხოვნისა, რომ საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის გახსნილიყო და შესაძლებელი გამხდარიყო მისი ტრანსლირება, დღესაც იქნა დაყენებული ოთარ კახიძის მიერ ეს საკითხი, მაგრამ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ითქვა უარი და სხდომა ისევ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში ჩემი მონაწილეობა მხოლოდ დემოკრატიულობის ანტურაჟს შექმნის“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მას შემდეგ, რაც შავგულიძემ კანდიდატურა მოხსნა, მთავარი პროკურორობის ორი კანდიდატი დარჩა - შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი. შალვა შავგულიძე პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო, ხოლო შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. თუ მთავრობა წარდგენილ კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, ის დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი მთავარ პროკურორს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]