weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სმიტები მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო და მათ დახოცეს - მალხაზ კობაური

12:51 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

ხადის ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, 19 წლის მალხაზ კობაურის განცხადებით, სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს. როგორც მან მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, შემთხვევის ადგილზე ორი უცხოელი მამაკაცი იყო, რომლებმაც მკვლელობა ჩაიდინეს, მას კი დაემუქრნენ.

„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამიშვილებს დაგიხოცავთო“, - ამბობს ბრალდებული.

ამ წუთებში მცხეთის რაიონული სასამართლო მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, დუშეთის რაიონში მდებარე ხადის ხეობაში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მალხაზ კობაური შეხვდა ტურისტებს: რაიან სმიტს, მის მეუღლესა და 4 წლის შვილს, რომლებმაც სთხოვეს ეჩვენებინა მათთვის ხეობაში მდებარე ჩანჩქერი, რაზეც მალხაზ კობაური დათანხმდა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ერთ-ერთი ჩანჩქერის სიახლოვეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან, 4 წლის შვილისა და მეუღლის თანდასწრებით, ორჯერ გასროლით მოკლა რაიან სმიტი.

ბრალდების მხარის განცხადებით, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მან რაიან სმიტის ცოლის და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა გადაწყვიტა. თავის გადასარჩენად ქალი ხევის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მალხაზ კობაურმა 4 წლის ბავშვი ასევე თოფიდან გასროლით მოკლა, გვამი და გასროლილი მასრები მდინარეში გადააგდო, ხოლო ბავშვის ცხედარი, მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ თოვლის ზვავის ქვეშ ბუნებრივად წარმოშობილ მცირე ზომის ქვაბულში გადამალა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

 

ამ თემაზე:

ბრალდებული გულისხმობდა, რომ სმიტები მოკლეს უცხო პირებმა და არა უცხოელებმა - ადვოკატი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]