weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

მესტიაში 25 წლის მამაკაცი მოკლეს

15:16 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018

სვანეთში, მესტიის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში 25 წლის ლუკა ფალიანი დანით სასიკვდილოდ დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროში ლუკა ფალიანს და მის ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი ლუკა ფალიანი ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით ახალგაზრდა მამაკაცი მესტიის რაიონულ საავადმყოფოში გვიან ღამით გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთსა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]