დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
როგორც „რეგინფოს“ თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, საავადმყოფოში უკვე 2 დაშავებული შეიყვანეს, ერთს შოთა ო-შვილს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, მეორეს გიორგი მ-შვილს კი გულმკერდის ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.
ამ წუთებში სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულების მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.