weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეგიონული მმართველობის მიმართულებით საკადრო ცვლილებები იქნება - პრემიერი

12:34 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

„რეგიონული მმართველობის არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის ჩვენს რეგიონებში აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი, რასაც ახალი მთავრობა გააკეთებს, იქნება სტრუქტურული, ისევე როგორც მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები ამ მიმართულებებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში გუბერნატორების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით.

პრემიერის შეფასებით, გუბერნატორის ინსტიტუტს გაძლიერება და მოსახლეობისთვის მისაღები ფორმის მიცემა სჭირდება.

„ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთესა და შეღავათს.

ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება, ისეთი ტიპის მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოსახლეობისგან მივიღოთ ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები და ამავე დროს, ვიმუშაოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე.

ვფიქრობ, მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა ძალიან დაბალია და საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო ნაწილში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]