weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში 42 სილამაზის სალონიდან შემოწმების შემდეგ 19 დააჯარიმეს

14:18 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

ბათუმში შემოწმებული 42 სილამაზის სალონიდან, 19 დააჯარიმეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზი სალონებში გამოვლენილი სხვადასხვა ხარვეზები, მათ შორის დეზინფექციის და სტერილიზაციის წესების დარღვევა გახდა.  

ბათუმში 180-მდე სილამაზის სალონია რეგისტრირებული, საიდანაც 42 ბათუმის მერიის გარემოსდაცვითი და სანიტარული ზედამხედველობის განყოფილებამ მიმდინარე წელს შეამოწმა.

სანიტარული ზედამხედველობის განყოფილებაში განმარტავენ, რომ შემოწმების შემდეგ სილამაზის სალონებს დარღვევების გამოსასწორებლად 20 ან 25-დღიანი ვადა ეძლევათ. განმეორებითი შემოწმების შემდეგ, თუ დარღვევა ისევ დაფიქსირდა, სალონები დაჯარიმდებიან. ინდივიდუალური მეწარმეების შემთხვევაში პირველ ჯერზე ჯარიმის ოდენობა 50 ლარია, იურიდიულ პირებისთვის კი - 100 ლარი. დარღვევის განმეორებით გამოვლენის დროს ჯარიმის ოდენობა 200 და 500 ლარამდე იზრდება. სილამაზის სალონის რამდენჯერმე დაჯარიმების შემთხვევაშიც კი მერიას დაწესებულების დახურვის უფლება არ აქვს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]