„დაახლოებით 13:00 საათისთვის დაფიქსირდა დარღვევა, მასწავლებელს დამხმარე მასალა, ე.წ. შპარგალკა აღმოაჩნდა, ამის გამო იგი გამოცდიდან გავუშვით“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ გელა ინასარიძის კომენტარს.
ახალციხის საგამოცდო ცენტრში პროფესიული უნარების გამოცდაზე რეგისტრირებული 375 მასწავლებლიდან 214 გამოცხადდა.