weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი, რა დააშავა - პრეზიდენტი

21:23 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

„გვყავდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა თითქოს მაისში გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქამდე საქართველოს არ ჰქონია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მარგველაშვილის განცხადებით, ყველასთვის გაუგებარია, რატომ გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

„რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? შემდეგ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება? რა დააშავა ამ ადამიანმა? ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში, სადაც შედიხართ. აღარ გეკითხებიან - „გვეშველება რამე?“ გეკითხებიან - კვირიკაშვილი რატომ წავიდა და მე პასუხი არ მაქვს. მე ეს კითხვა არაერთხელ დავსვი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა. როგორც მან განაცხადა, იყო რიგი ფუნდამენტური საკითხები, რაზეც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები ჰქონდა.

„ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა. კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვებამდე.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]