დაშავებული სამი ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს მუცლის ღრუს დაზიანება აქვს, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. დანარჩენ ორ პაციენტს კი ტვინის შერყევა და გულმკერდის ტრავმა აღენიშნება.
გარდაცვლილი და დაშავებულები ერთ ავტომობილში ისხდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.