weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სმიტების ოჯახის სამოქალაქო პანაშვიდი მარნეულში [Photos]

13:43 პარასკევი, 13 ივლისი 2018
ფოტო: Onnik James Krikorian ფოტო: Onnik James Krikorian

მარნეულში, რაიან, ლორა და კაილებ სმიტების საცხოვრებელ სახლთან სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ადგილობრივებმა და ოჯახის მეგობრებმა ყვავილები, სათამაშოები და სანთლები მიიტანეს. ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში კი, სადაც სმიტებს საბავშვო პარკის მოწყობა სურდათ, ფოტოგამოფენა მოეწყო.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, პანაშვიდზე რაიან სმიტის მშობლების წერილიც წაიკითხეს, სადაც აღნიშნულია, რომ მარნეული რაიანის, ლორასა და მათი 4 წლის შვილისთვის ნამდვილი სახლი იყო.

„ამ ზამთარს რაიანმა, ლორამ და კაილებმა სამი თვე ამერიკაში, მეგობრებთან ერთად გაატარეს, მაგრამ უნდოდათ, მარნეულში აზერბაიჯანელ და ქართველ მეგობრებთან დაბრუნებულიყვნენ. მათ მარნეულში საცხოვრებლად სახლი ააშენეს და სურდათ, რომ კაილები, როგორც აზერბაიჯანელი მარნეულში, ისე აღეზარდათ", - ნათქვამია წერილში.

43 წლის რაიან სმიტი და მისი 4 წლის ვაჟიშვილი 4 ივლისს, ხადის ხეობაში სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. სმიტების განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაურია დაკავებული.

რაიან სმიტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ, კალიფორნიიდან ჩამოვიდა და კავკასიური ფარდაგების აღდგენით იყო დაკავებული. ერთ-ერთ ინტერვიუში რაიანი ამბობდა, რომ კავკასიური ფარდაგებით აზერბაიჯანში ცხოვრების დროს დაინტერესდა და ხალხური რეწვის ამ უძველესი ტრადიციის აღდგენა და პოპულარიზაცია გადაწყვიტა.

„საქართველოში 129 აზერბაიჯანული დასახლებაა და მათგან მხოლოდ ორშია შემორჩენილი ორი ათეული ფეიქარი ქალბატონი, თუმცა კი, სათანადო დახმარების გარეშე საქმის მიყოლა მათთვის ფაქტობრივად შეუძლებელია“, - ამბობდა რაიან სმიტი 2014 წელს.

რაიანმა ფარდაგების ბიზნესი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში მცხოვრებ რვა ქალთან ერთად წამოიწყო და ქსოვაც ისწავლა. შექმნა პროექტი reWoven [ხელახლა ნაქსოვი] და ფარდაგებს ვებ-გვერდის საშუალებით საქართველოში, აზერბაიჯანში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში ყიდდა. შემოსული თანხა ფეიქრების შემოსავლის წყაროც იყო.

ლორა სმიტი მარნეულში ინგლისური ენის გაკვეთილებს ატარებდა. ცოლ-ქმარს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]