weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რატომ არ დააკავა პატრულმა ინტერპოლით ძებნილი ბესლან ლორსანოვი - გახარიას განმარტება

19:55 პარასკევი, 13 ივლისი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, საპატრულო პოლიციამ ინტერპოლით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე ბესლან ლორსანოვი დაჯარიმების შემდეგ იმიტომ გაათავისუფლა, რომ მოწყობილობებში, რომლებსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყენებენ, ინტერპოლით ძებნილ პირთა სია ინტეგრირებული არ არის.

„დიახ, ეს ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ძებნილი პირი, რომელიც განყოფილებაში გადაყვანის შემდგომ გაირკვა, რომ იყო ძებნილი. თუმცა, საპატრულო პოლიციის მიერ გაჩერების დროს, გარკვეული სამართალდარღვევის აქტი გამოიწერა, რომელიც მან გადაიხადა და ამით ეს თემა დაიხურა, რადგან საპატრულო პოლიციის ოფიცერს მისი დევნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას შეკითხვის საპასუხოდ.

გახარიას თქმით, მობილურ ბაზაში ინტერპოლით ძებნილთა ბაზა დღესაც არ არის ინტეგრირებული. „ამას ახლა ვასწორებთ“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ბესლან ლორსანოვი სამართალდამცავებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 11 ივნისს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ს წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის იძებნებოდა.

„რეგინფო“ წერდა, რომ პარლამენტის შენობის წინ დაკავებამდე 12 დღით ადრე, 2018 წლის 30 მაისს, ბესლან ლორსანოვი 500 ლარით დააჯარიმეს, თბილისი-წითელი ხიდის მე-19 კილომეტრზე - საგზაო მონიშვნის დაუმორჩილებლობისა და მართვის მოწმობის არქონის გამო, თუმცა პატრულის თანამშრომლებს ძებნილი ლორსანოვი არ დაუკავებიათ.

ლორსანოვის ექსტრადირება ყაზახეთის რესპუბლიკაში თბილისიდან 24 ივნისს განხორციელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]