weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ხადის ხეობაში მოკლულ ქალს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნება“

00:11 შაბათი, 14 ივლისი 2018

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, „რუსთავი 2“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხადის ხეობაში მოკლული ქალის, ლორა სმიტის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქალს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ გამოძიება ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს.

ხადის ხეობაში ამერიკელების ოჯახის, რაიან სმიტის, მისი მეუღლის ლორა სმიტისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში 19 წლის მალხაზ კობაურია ბრალდებული, რომელიც სოფელ წკერესთან ახლოს მწყემსად მუშაობდა.

პოლიციისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში, რომელიც ტელეკომპანია "იმედმა" დღეს გამოაქვეყნა, მალხაზ კობაური მკვლელობას აღიარებს, მაგრამ ლორა სმიტის მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე არაფერს ამბობს.

ბრალის წარდგენის შემდეგ მალხაზ კობაურმა განაცხადა, რომ სმიტების ოჯახი მას არ მოუკლავს და ისინი ორმა უცხო მამაკაცმა დახოცა, რომლებიც წკერეში შავი ფერის მანქანით იყვნენ მისული. წკერეს მცხოვრებლების თქმით, მათ მკვლელობის დღეს სოფელში შავი ფერის მანქანა არ შეუნიშნავთ და ნახეს, რომ ჩანჩქერის მიმართულებით მამაკაცი, ქალი და პატარა ბავშვი მიდიოდნენ.

ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ითხოვს, ექსპერტიზა ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩაატაროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]