გოგი წულაიას განმარტებით, აქცია ქვეყანაში პარლამენტარიზმის დასამარებას მიეძღვნა.
„ყველა ხელისუფლების დროს პარლამენტი იყო ღირსებააყრილი, თუმცა სიცოცხლის ნიშნები მაინც ეტყობოდა. ამ ხელისუფლებამ და პარლამენტმა მოახერხა ის, რომ მოკლეს საპარლამენტო ხელისუფლება და პარლამენტარიზმი. ეს არის მკვდრადშობილი პარლამენტი და მთავრობა, რომელიც მალე წაიღებს პოლიტიკურ წერილს“, - განაცხადა წულაიამ.