weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დააკავეს ქალი, რომელიც ბიზნესმენს ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჟებდა - შსს

14:54 შაბათი, 14 ივლისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ს.ზ. დააკავეს, რომელსაც ბრალად პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და გამოძალვა ედება.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მარნეულში დროებით მცხოვრები ს.ზ. პროსტიტუციით იყო დაკავებული. მან თურქეთის მოქალაქე, ბიზნესმენ ა.ა.-სთან ინტიმური ურთიერთობა გადაიღო, რათა შანტაჟის გზით, აღნიშნული პირისგან დიდი ოდენობით ფული მიეღო.

„პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით, ს.ზ.-მ ბიზნესმენისგან ფულის გამოძალვა განიზრახა. პოლიციამ ს.ზ. ფულის გადაცემის მომენტში დააკავა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გამოყენებისა და მხვერპლის სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]