აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, ტყუპი ბავშვები კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. ტყუპების დედა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.