weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კოკა კობალაძის ცემის საქმეზე პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს

18:18 შაბათი, 14 ივლისი 2018

პოეტ კოკა კობალაძის ცემის საქმესთან დაკავშირებით უბნის ორი ინსპექტორ-გამომძიებელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინა, რომ კოკა კობალაძის სახლში, სადაც ის ცემეს, პოლიციელები იმყოფებოდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოქალაქე ა.კობალაძის საცხოვრებელ სახლში მომხდარ ინციდენტში სამართალდამცველთა შესაძლო მონაწილეობის ფაქტის შესწავლა მიღებული შეტყობინებისთანავე, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელ ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პოლიციის თანამშრომლები, უბნის ორი ინსპექტორ-გამომძიებელი იმყოფებოდა. თავად პოლიციელებმა დამალეს კობალაძეების ოჯახში ყოფნის ფაქტი.

ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ეჭვები ბინაში პოლიციელთა ყოფნის ფაქტის დამალვის მოტივაციასთან დაკავშირებით, მათ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომა - ორივე პოლიციელი დათხოვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლდნენ პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელი და ქალაქ თბილისისი პოლიციის დეპარტამენტის გლდანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსი.

პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს თბილისის პროკურატურაში“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

20 წლის კოკა კობალაძის მტკიცებით, საკუთარ სახლში პოლიციელებმა სასტიკად ცემეს და უგონო მდგომარეობაში მიატოვეს. მისივე თქმით, ფიზიკური ანგარიშსწორება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მამამისი, ალექსანდრე კობალაძე ე.წ. კანონიერი ქურდია.

„ერთი ფორმიანი იყო - შსს ეწერა, მეორე ჩვეულებრივ იყო ჩაცმული. ერთი მამაჩემის შესახებ მეკითხებოდა, მეორე კი იწერდა. ეს ყველაფერი შემომიტრიალეს, გაეცანიო. გავეცანი და ხელი მოვუწერე. მკითხეს სახლში მარტო ვიყავი თუ არა, ამას მოჰყვა შელაპარაკება - თქვი, სად არის მამაშენიო. ცემაში ორივე მონაწილეობდა“, - ამბობდა კოკა კობალაძე „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფდნენ, რომ კობალაძესთან სახლში უწყების წარომადგენლები იყვნენ მისულები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]