weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციელი, რომელსაც ოჯახში ძალადობა დაუდასტურდება, შსს-ს დატოვებს - მინისტრი

10:22 კვირა, 15 ივლისი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს თანამშრომელი, რომელსაც ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება და ოჯახში ძალადობაში იქნება ბრალდებული, შს სამინისტროს რიგებს ავტომატურად დატოვებს.

„ხშირად იყო პრეტენზია, საყვედური შს სამინისტროსთან, რომ როდესაც საქმე ოჯახურ ძალადობას ეხება, სისტემა ოჯახში მოძალადეებს ხელს აფარებს. 12 ივლისს მივიღეთ ბრძანება, რომლის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება და ის იქნება ბრალდებული ოჯახში ძალადობაში, ავტომატურად დატოვებს შს სამინისტროს რიგებს.

ამით ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ თითოეულ პოლიციელს, რომელიც კეთილსინდისიერად, ეფექტურად და სამართლიანად ემსახურება ქვეყანასა და მოქალაქეს, ჩვენ ბოლომდე, კანონით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დავუდგებით გვერდით, ხოლო პოლიციელი, რომელიც დადასტურებულად იქნება დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებაში ან არაკეთილსინდისიერებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც უმკაცრეს დასჯას მოითხოვს“, - განაცხადა გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ეფექტური მუშაობის გზით პოლიცია შეძლებს ნდობის აღდგენასა და გაღრმავებას მოქალაქესა და პოლიციელს შორის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]