ადგილობრივების თქმით, გზის სავალი ნაწილი სველი იყო, რის გამოც ავტომობილი მოცურდა და დაღმართზე დაეშვა.
დაშავებული გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს. პაციენტი ნეიროინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.