weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტყიბულში არსებული 25 შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება

12:22 ორშაბათი, 16 ივლისი 2018

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე, ტყიბულში არსებული ქვანახშირის მომპოვებელი 25-ვე შახტი დაილუქება.

მირიანაშვილის თქმით, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზე გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება“, - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა ჟურნალისტებთან.

გამთენიისას მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა - 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს - 1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მინდელის მაღაროში ქვანახშირს „საქნახშირი“ მოიპოვებს, რომელიც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]