weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მინდელის შახტში დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

16:00 ორშაბათი, 16 ივლისი 2018

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული ექვსი ადამიანიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

„დაზიანებები 6-მა პაციენტმა მიიღო, ერთი იქვე გაეწერა ბინაზე. 5 პაციენტი თბილისში გადმოდის, ერთი უკვე მიღებულია 50%-იანი დამწვრობით. მეორე პაციენტიც მალე შემოვა. პაციენტების უმეტესობას მიღებული აქვს დამწვრობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია და მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ.

„ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინონ. ორ პაციენტს დიდი ფართობის დამწვრობა აქვს და ძალიან რთულია პროგნოზირება, მათ ინტენსიური მკურნალობა და ჩარევა სჭირდებათ“, - განაცხადა სერგეენკომ.

თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, 30 წლის მამაკაცს, რომელმაც შახტში მიიღო დაზიანება, დამწვარი აქვს თავი, მტევნები, წინა მხრები და ქვემო კიდურებზე მცირე უბნები. ასევე აღენიშნება სასუნთქი გზების თერმული ინჰალაციური დაზიანება და დამწვრობითი შოკი. პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გამთენიისას, შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]