weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

18-19 ივლისს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

07:50 სამშაბათი, 17 ივლისი 2018

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ სამიტთან დაკავშირებით, სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18 და 19 ივლისს, 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით შეიზღუდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ჩაიკეტება სამანქანო შესასვლელი, რადგან სამიტის მიმდინარეობის გამო რესტორანი „ფუნიკულიორი“ და მიმდებარე ობიექტები გადაკეთებული იქნება სასესიო სივრცეებად. მოქალაქეებს მთაწმინდის პარკში მოხვედრა ფუნიკულიორის ტრამვაის მეშვეობით შეეძლებათ.

19 ივლისს, 05:00 საათიდან 11:00 საათამდე ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება რესპუბლიკის მოედანზე. ავტოტრანპორტის მოძრაობა სამიტის დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტი 17-19 ივლისს გაიმართება და მას 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]