weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ილია მეორემ მინდელის მაღაროში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

13:43 სამშაბათი, 17 ივლისი 2018

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გუშინ დაღუპული ოთხი მაღაროელის ოჯახებს მიუსამძიმრა. სამძიმრის წერილი საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„მიიღეთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა მინდელის მაღაროში 16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვას, რათა მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა სავანესა მართალსა დააწესოს ლაშა ფორჩხიძის, ბადრი (ბაჩო) ქარქაშაძის, მიხეილ (მიხო) გამეზარდაშვილის, მურმან ლილუაშვილის უკვდავი სულნი, ხოლო მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ჭირსა შინა მხნეობა“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გამთენიისას, შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

ტყიბულის შახტში, რომელიც კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის, დაახლოებით სამი თვის წინ, 5 აპრილს, ექვსი ადამიანი დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]