„სამწუხაროდ, შეხვედრას საქმის ახალი პროკურორები არ ესწრებოდნენ, ვისთანაც კონკრეტული კითხვები მქონდა და ველოდი კონკრეტულ პასუხებს. მაგრამ შევხვდი ახალ პროკურორს, რომელთანაც ვისაუბრე ამ დეტალებზე. შალვა თადუმაძემ სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანს ამ საქმეს. ამ დღეებში დაველოდები გენერალური პროკურორის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს. მზად არის ყველა ზომა მიიღოს ამ საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
საქართველოს პარლამენტმა შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 31 მაისს გადადგა.