საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ კონსტიტუციის როგორც ნაბეჭდი ვერსია, ასევე აუდიო ვარიანტი უსინათლოთა კავშირის წევრებს დღეს გადასცა. თავაძის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექნებათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გაეცნონ საქართველოს კონსტიტუციის შინაარსს.
კონსტიტუციის აუდიო ვერსია ჩამოტვირთვის ფუნქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც განთავსდება.