შსს-ში განმარტავენ, რომ ავტო-საგზაო შემთხვევების შემცირების გარდა, კამერები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გახსნასა და ზოგადად უსაფრთხო გარემოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, სამართალდამრღვევს დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება. Sms-ის მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით; თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება. ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge; საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა.
ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;
ბათუმის ზოგადი ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა შემდეგ ქუჩებზე განთავსდა:
პუშკინის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა
თამარ მეფის ქუჩისა და ტბეთის ქუჩის კვეთა
კახაბრის ქუჩა და მაჭავარიანის ქუჩის კვეთა
აეროპორტის გზატ. მესხის ქ. შესახვევი
ანდრია პირველწოდებულის ქუჩა,
სვიმონ კანანელის ქუჩა
სარფი
მახინჯაური ჩაქვის გვირაბი
ვარშანიძის ქუჩისა და გენერალ აბაშიძის ქუჩის კვეთა
ვარშანიძის ქუჩისა და თავდადებულის ქუჩის კვეთა
აღმაშენებლის ქუჩისა და ტაბიძის ქუჩის კვეთა
აღმაშენებლის ქუჩა
ხიმშიაშვილის ქუჩა
გენერალ აბაშიძის ქუჩისა და აბუსერიძის ქუჩის კვეთა
აბუსერიძის ქუჩისა და ლორიას ქუჩის კვეთა
ლეონიძის ქუჩა
რურუას ქუჩა,
ტაბიძის ქუჩა,
პუშკინის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა
პუშკინის ქუჩისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩის კვეთა
პუშკინის ქუჩისა და თაყაიშვილის ქუჩის კვეთა
პუშკინის ქუჩისა და ლერმონტოვის ქუჩის კვეთა
ჭავჭავაძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთა
ჭავჭავაძის ქუჩისა და ყაზბეგის ქუჩის კვეთა
ჭავჭავაძის ქუჩისა და ჰ. აბაშიძის ქუჩისა კვეთა
ფალიაშვილის ქუჩისა და კ. ცეტკინის ქუჩის კვეთა
გორგასლის ქუჩისა და ასათიანის ქუჩის კვეთა
გორგასლის ქუჩისა და 26 მაისის ქუჩის კვეთა
გორგასლის ქუჩისა და ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა
ფარნავაზ მეფის ქუჩისა და თაყაიშვილის ქუჩისა კვეთა
მარჯანიშვილის ქუჩისა და ვაჟა - ფშაველას ქუჩის კვეთა
მარჯანიშვილის ქუჩისა და ვაჟა - ფშაველას ქუჩის კვეთა
მ. აბაშიძის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა
ზ. გამსახურდიას ქუჩისა და მელაშვილის ქუჩის კვეთა
ბერიძის ქუჩისა და წერეთლის ქუჩის კვეთა
წერეთელის ქუჩისა და იმედაშვილის ქუჩის კვეთა
პუშკინის ქუჩისა და იმედაშვილის ქუჩის კვეთა
ბერიძის ქუჩა,
9 მარტის ქუჩისა და პუშკინის ქუჩის კვეთა
ბარათაშვილის სკვერი
ბარათაშვილის ქუჩა,
ერას მოედანი
ჭავჭავაძის ქუჩა, თბილისის მოედანი
ახმეტელის ქუჩა,
წერეთლის ქუჩა,
მაზნიაშვილის ქუჩა,
კ. გამსახურდიას ქუჩა,
პუშკინი ქუჩისა და დ. თავდადებულის ქუჩის კვეთა
პუშკინი ქუჩისა და სულაბერიძის ქუჩის კვეთა
სულაბერიძის ქუჩისა და შევჩენკოს ქუჩის კვეთა
სოხუმის ქუჩისა და მარუხის ქუჩის კვეთა
შაფათავას შესახვევი
ლადო ასათიანის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა
სულაბერიძის ქუჩისა და ბაგრატიონის ქუჩის კვეთა
სულაბერიძე ქუჩისა და გურამიშვილის ქუჩის კვეთა
ჯავახიშვილის ქუჩისა და პუშკინის ქუჩის კვეთა
ვაჟა- ფშაველას ქუჩისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩის კვეთა
მელიქიშვილის ქუჩისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩის კვეთა
მელიქიშვილის ქუჩისა და ორბელიანის ქუჩის კვეთა
თამარის დასახლება
ტბეთის ქუჩა
გრიშაშვილის ქუჩ
მაიაკოვსკის ქუჩა
ქიქავას ქუჩა
ჩხაიძის ქუჩა
გოგიტიძის ქუჩისა და პლეხანოვის ქუჩის კვეთა
აფხაზეთის ქუჩა
ბაქოს ქუჩა
კაფე ბათუმის მიმდებარედ
კაფე ტყუპების მოპირდაპირედ
ნინოშვილის ქუჩისა და დუმბაძის ქუჩის კვეთა
სასტუმრო ინტურისტის მიმდებარედ
დისკოკლუბი სოჰოს მიმდებარედ
საზღვაო აკადემიის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩა
ანგისის ქუჩა
ინასარიძის ქუჩა
აეროპორტის გზატკეცილი
ადლიის ქუჩა
თამარ მეფის სანაპირო
თავისუფლების ქუჩა
რუსთაველის ქუჩა
თბილისის ქუჩა
მეგობრობის ქუჩა
ინასარიძის ქუჩისა და კობალაძის ქუჩის კვეთა.
ზოგიერთ ქუჩასა და გზატკეცილზე მოქმედებს 2 ან მეტი ზოგადი ხედვის კამერა. უახლოეს მომავალში ბათუმში კიდევ 80 ზოგადი ხედვის კამერის ამოქმედება იგეგმება.