„ტურისტთა რვაკაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც ორი ადამიანი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. მაშველებმა მათი ადგილმდებარეობა უკვე დაადგინეს, მაგრამ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების და რთულად მისადგომი რელიეფის გამო, ჯერჯერობით ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის უცნობია, როგორია დაკარგულების ჯანმრთელობის მდგომარეობა.