weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი სექტემბერში გაიხსნება

16:31 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, გამყოფ ხაზთან ინოვაციების ცენტრი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ცენტრი აღჭურვილი იქნება ყველა იმ სერვისით, რომელიც თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკებში არსებობს.

ცენტრი უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ დანადგარებთან და სასწავლო პროგრამებთან წვდომას და სერვისებს რეგიონში ახალი სტარტაპ კომპანიების შესაქმნელად.

„სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრის გახსნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ვიმყოფებით აფხაზეთის პირობით საზღვართან ძალიან ახლოს. ვიცით, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე კვეთავს ყოველდღიურად საზღვარს და მოდის სწორედ რუხის ცენტრში. მათ შეეძლებათ გამოიყენონ რუხის ინოვაციების ცენტრის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები და უპერსპექტივობიდან, რომელიც მათ აქვთ აფხაზეთის ტერიტორიაზე, გახდნენ მსოფლიო გლობალიზაციის სრულფასოვანი ნაწილი სწორედ ამ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით“, - განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

რუხის ინოვაციური ცენტრის გახსნა 2017 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]