weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ჰყავს

00:04 პარასკევი, 20 ივლისი 2018

შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ჰყავს. პრეზიდენტის ბრძანებულებით, კომისიის ახალი წევრები იქნებიან იურისტი ნინო კიკნაძე და პედაგოგი არინა თავაქარაშვილი. მათ იურისტი თამარ ხიდაშელი და ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჩაანაცვლეს.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულება საკანონმდებლო მაცნეში 19 ივლისს გამოქვეყნდა.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი, კომისიის თავმჯდომარე; ლია მუხაშავრია – იურისტი, უფლებადამცველი; ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი; ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი – მწერალი, დრამატურგი; რევაზ კიკნაძე – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; კონსტანტინე ჯანდიერი – მწერალი; გივი შაჰნაზარი – მწერალი; თეოდორე (ჭუაძე) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი; ნინო კიკნაძე – იურისტი; არინა თავაქარაშვილი – პედაგოგი. 

ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]