„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის ავტომობილს „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი უკნიდან იმ დროს შეეჯახა, როდესაც მანქანა ნაგვის ურნებთან უნდა გაჩერებულიყო. ჟურნალისტებთან თვითმხილველებმა თქვეს, რომ ავარიამდე მიკროავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინაროებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.