თურქული გამოცემა Daily Sabah წერს, რომ სპეცოპერაციის ფარგლებში სულ ხუთი პირია დაკავებული.
სედა დუდურკაევა ჩეჩნეთში მიგრაციის ფედერალური სამსახურის ყოფილი უფროსის შვილია. ის ჩეჩნეთიდან სირიაში 2013 წელს ჩავიდა და ჰამზათ აჭიშვილის მეუღლე გახდა. ჰამზათ აჭიშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილის თარჯიმანი იყო.
2013 წლის ზაფხულში, ჰამზათ აჭიშვილის გარდაცვალების შემდეგ, სედა დუდურკაევა ცოლად თარხან ბათირაშვილმა შეირთო და მასთან ორი შვილი შეეძინა.
სედა დუდურკაევას სირიაში გამგზავრების გამო ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა, სედას მამა ასუ დუდურკაევი მიგრაციის ფედერალური სამსახურიდან გაათავისუფლა.
დუდურკაევს ჩეჩნეთის ხელისუფლება სთავაზობდა დახმარებას შვილის ჩეჩნეთში დასაბრუნებლად, თუმცა მან განაცხადა, რომ ამ საკითხს დამოუკიდებლად მოაგვარებდა. შვილის დაბრუნების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.
თარხან ბათირაშვილი 2016 წლის ზაფხულში მოკლეს.