დაკბენილ მამაკაცებს ანტიგიურზინის ვაქცინით აცრა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი პაციენტი მკურნალობას ამ დრომდე მარნეულის კლინიკაში აგრძელებს.
დავით ბეგაშვილის განმარტებით, გარდაბნისა და მარნეულის სამედიცინო დაწესებულებებში ანტიგიურზინი ხელმისაწვდომია, დაკბენილმა ადამიანმა კი აცრა დაუყოვნებლივ უნდა ჩაიტაროს.
ბეგაშვილის თქმით, შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტი, ბოლო წლების განმავლობაში, რუსთავში არ დაფიქსირებულა.