გუშინ სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ამინდის გაუარესების გამო ვერტმფრენი მუშაობას ვეღარ ახერხებს.
„კიდევ ერთი უკრაინელი ტურისტი მაშველებმა გუშინ იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. უკრაინელი ტურისტები ერთად დაიკარგნენ, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც დროის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. გადარჩენილმა მამაკაცმა ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია მეორე დაკარგულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, - უთხრეს „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე ორი უკრაინელი ტურისტი ალპინისტების 8-კაციან ჯგუფს 18 ივლისს, გვიან ღამით ჩამორჩა და დაიკარგა.