weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყვარლის მერიის აიპ-ის დირექტორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

13:19 შაბათი, 21 ივლისი 2018

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ყვარლის კულტურული მემკვიდრეობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი სოლომნიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, რომ დიმიტრი სოლომნიშვილი ორი დღის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააკავეს, რაც თაღლითობას გულისხმობს. უწყებაში განაცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას და ვიდეომასალას ორშაბათს გაავრცელებენ.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, საქმე ეხება ილიას ტბაზე კომერციული ობიექტის განთავსებას, რის სანაცვლოდაც დიმიტრი სოლომნიშვილმა თანხა აიღო.

დიმიტრი სოლომნიშვილი ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2018 წლის თებერვალში დაინიშნა.

„ყვარლის კულტურული მემკვიდრეობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრი“ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2012 წლის თებერვალში დააფუძნა. ცენტრი 150 ათასი ლარის ოდენობით მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და ილიას ტბის დასასვენებელ კომპლექსს მართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]