weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს-ს პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი უქმდება

15:20 შაბათი, 21 ივლისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმაღლეს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს აღარ განახორციელებს. სასწავლებელი პროფესიული მომზადების კომპონენტის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

შსს-ს ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონებში პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„ცვლილებების შემუშავება სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესით არის განპირობებული, რომლის მიზანია გამოძიების ხარისხის გაზრდა, პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემის ჩამოყალიბება.

შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე პოლიციელთა მომზადება და მართლწესრიგის დაცვის თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება აკადემიის მატერიალური და ადამიანური რესურსების მთლიანად პროფესიული მომზადების/გადამზადებისკენ მიმართვას მოითხოვს. აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები კი სწავლას სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]