weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 233 მონაწილიდან 73-მა გადალახა

16:13 შაბათი, 21 ივლისი 2018
ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე 233 მონაწილიდან ზღვარი 73-მა გადალახა. აქედან ერთი საერთო სპეციალიზაციითაა, 21 – სამოქალაქო და ადმინისტრაციული, ხოლო 51 – სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, აღნიშნული რაოდენობა, მონაწილეთა საერთო ოდენობის 30 პროცენტია, რაც ნორმალური მაჩვენებელია. მისივე თქმით, საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა 28 ივლისს ჩატარდება.

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]