ავარიის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გარდაცვლილი გორიდან იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.