weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აფხაზეთში ავარიების თავიდან აცილების მიზნით გზებზე ჯვრები აღმართეს

18:30 შაბათი, 21 ივლისი 2018

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, საავტომობილო გზის პირას რამდენიმე ადგილზე ხის დიდი ჯვრები აღმართეს. როგორც ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესარიონ აპლიამ განაცხადა, ჯვრები ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით დადგეს.

ბესსარიონ აპლიას თქმით, გზასთან ახლოს ჯვრები მოსახლეობის ინიციატივით დაიდგა.

„ავტომობილის საჭესთან ძალიან ბევრი ახალგაზრდა იღუპება. ჩვენს გზებზე ბევრი ავარია და უბედური შემთხვევა ხდება. გულრიფშის რაიონში ჯვრები დადგეს იმისთვის, რომ ადამიანები დაფიქრდნენ სოცოცხლესა და სიკვდილზე, იმაზე, რომ ღმერთისგან ბოძებულ სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდნენ. ეს ყველაფერი ხალხისთვის და მათი სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაკეთდა. იმედი მაქვს, რომ გზაზე ჯვრის დანახვის შემდეგ, სიჩქარეს მოუკლებენ და ფრთხილად ივლიან“, - ციტირებს სასულიერო პირის კომენტარს „აფსნიპრესი“.

სასულიერო პირმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ხალხმა ჯვრის მნიშვნელობის შესახებ ხშირად არაფერი იცის.

„ვფიქრობ, ეს სწორი არ არის. არ გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, საფლავზე ჯვარი რატომ დგას? იმიტომ რომ მორწმუნეებისთვის ეს უდიდესი სიმბოლოა. ჯვარი სიკვდილზე გამარჯვების ძალას გამოხატავს“, - განაცხადა ბესარიონ აპლიამ.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს გზებზე ჯვრების აღმართვის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]