weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

გლდანში „ბეკოს“ მაღაზია ორ თვეში მესამედ გაქურდეს

16:05 კვირა, 22 ივლისი 2018

თბილისში, გლდანში მდებარე „ბეკოს“ ტექნიკის მაღაზია ბოლო ორ თვეში მესამედ გაქურდეს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, წაღებულია დაახლოებით 15 ცალი მობილური ტელეფონი, ზარალი კი 13 ათას ლარამდეა. დანაშაული სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. უწყების ცნობით დანაშაულში 3 პირი მონაწილეობდა.

„ბოლო პერიოდში „ბეკოს“ ზემოხსენებული მაღაზიის გაქურდვის ფაქტებზე გლდანის პოლიციაში კიდევ ორ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ორივე შემთხვევაში დადგინდა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა და მხილებული არიან არასრულწლოვნები. ჩატარდა მათი გამოკითხვები და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ნაქურდალი ტექნიკის ნაწილი ამოღებულია და დალუქულია. საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ, ისინი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 177- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ “ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება“, -  ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]