weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ტყიბულში „საქნახშირის“ ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

12:21 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

ტყიბულში მეშახტეთა პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას, ბოლო სამ თვეში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევების ობიექტურ გამოძიებას და მეშახტეების გარდაცვალებაში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.

„მთელ ქალაქს შემოვივლით და მოვუწოდებთ ადამიანებს მოხდეს ქალაქის პარალიზება, დაიკეტოს ყველა მაღაზია, დაიკეტოს ყველა დაწესებულება და დადგეს ყველა ერთად ამ ქალაქის გადასარჩენად“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლევან ბეშკენაძემ.

ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის განცხადებით, უნდა მოხდეს ტყიბულის შახტებში არსებული რისკების შეფასება და ობიექტის სრული მოდერნიზება, იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდის განმავლობაში კი შახტებში დასაქმებულებს ხელფასი სრულად უნდა აუნაზღაურდეთ. მეშახტეები მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე კომპანია „საქნახშირი“ და მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

16 ივლისს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები ლაშა ფორჩხიძე, ბადრი ქარქაშაძე, მიხეილ გამეზარდაშვილი და მურმან ლილუაშვილი დაიღუპნენ. ორი დაშავებული კი ამ დრომდე თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაშია მოთავსებული.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანი აფეთქდა, რასაც კედლების დეფორმაცია და ჭერის ჩამონგრევა მოჰყვა.

5 აპრილს იგივე შახტში ექვსი მეშახტე გარდაიცვალა. „საქნახშირის“ დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებდა, რომ შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევას არ გამოუწვევია. მისივე თქმით, შახტში სამთო დარტყმა მოხდა და მისი პრევენცია შეუძლებელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. გამოძიების შედეგები უცნობია.

„საქნახშირი“ ჰოლდინგ „სასაქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]