„დილის 10 საათი იქნებოდა. აქ არ ვიყავი. დამირეკეს და ახლა მოვედი. 4 მუშა იყო. დასრულებული იყო სამუშაოები და როცა ქვემოთ ჩამოდიოდნენ, ამ დროს ჩამოინგრა სამივე სართული. დანარჩენს გამოძიება დაადგენს. სამშენებლო სამუშაოები წესების დაცვით მიდიოდა, ნახაზები იყო, ყველაფერი. შეიძლება ცემენტი არ ვარგოდა, შეიძლება არმატურა. ერთს აქვს მხოლოდ მხრის მოტეხილობა“, - აღნიშნა მალხაზ მამულაძემ.
საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 4 თვის წინ დაიწყო.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მუშებს მოტეხილობები და სხეულის დაზიანებები აქვთ.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.