weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ღირსეული პარტნიორი 2018“ 1-ელ აგვისტოს იწყება

15:05 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

1-15 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ მეოთხედ უმასპინძლებს. „წელს წვრთნაში გაზრდილია მონაწილე ქვეყნებისა და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის, ნატოს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მზარდ მხარდაჭერას საქართველოს, როგორც „ღირსეული პარტნიორის“ მიმართ და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ არმიჰოლში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მან მოწვეულ სტუმრებთან სწავლების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მრავალეროვნული სამხედრო სწავლება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო თავსებადი გახდეს.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. წელს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ს და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]