weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„5 დღის წინ თეთნულდზე დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილია“

20:44 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 5 დღის წინ, სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული უკრაინელი ტურისტი, 53 წლის ევგენი ალექსანდროვი გარდაცვლილია. უწყების ცნობით, სამთო-სამაშველო ჯგუფი ცხედრის გამოსატანად, სამაშველო სამუშაოებს ხვალ, დილის 07:00 საათიდან განაახლებს.

რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, სამაშველო ვერტმფრენი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ახერხებს შემთხვევის ადგილზე მისვლას. ზღვის დონიდან 4200 მეტრზე, მწვერვალ თეთნულდზე მე-5 დღეა არის თოვლი, ნისლი და ქარი, რაც შეუძლებელს ხდის ვერტმფრენის სამაშველო ოპერაციაში ჩართვას. ურთულესი რელიეფისა და ზვავსაშიშროების გამო შეუძლებელია სამაშველო ჯგუფის გადაადგილებაც. სამაშველო ოპერაციაში ცოცხალი ძალის ჩართვის შემთხვევაში, სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება სამთო-მაშველების სიცოცხლე“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ზღვის დონიდან 4200-მეტრზე, ორი უკრაინელი ტურისტი, ალპინისტების 8-კაციან ჯგუფს 18 ივლისს, გვიან ღამით ჩამორჩა და დაიკარგა. სავარაუდოდ, ისინი სიმაღლიდან ხრამში გადავარდნენ, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს. სამაშველო ოპერაციის შედეგად სამთო-მაშველებმა ერთ-ერთი მათგანის უვნებლად გამოყვანა შეძლეს, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, ვერტმფრენი უკან ვეღარ დაბრუნდა და იმავე დღეს სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ მოხერხდა.

გადარჩენილი ტურისტის თქმით, ევგენი ალექსანდროვს სისხლი სდიოდა და სავარაუდოდ, მასაც მოტეხილობები ჰქონდა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]