არსებული ინფორმაციით, თამაზ ბათირაშვილი სირიაში 2013 წელს წავიდა. მოგვიანებით პანკისიდან სირიაში მან მეუღლე და 4 არასრულწლოვანი შვილიც წაიყვანა. ოჯახის ახლობლების თქმით, თამაზ ბათირაშვილი დღეს, 24 ივლისს შეტაკებისას დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მისი მეუღლე და შვილები გადარჩნენ.
შეგახსენებთ, 2016 წლის ივლისში, სირიაში დაიღუპა მისი ძმაც, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, 30 წლის თარხან ბათირაშვილი.
პანკისში თამაზ და თარხან ბათირაშვილების ძმა და მამა, თენგიზ და თემურ ბათირაშვილები ცხოვრობენ.
პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 27 პანკისელი ემსხვერპლა.