weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეგიონებში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ხელფასი 20-30%-ით გაეზრდებათ

11:54 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

„დღეს მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოდის, რომლის შედეგადაც, ჩვენ 20-30%-ით გავუზრდით ხელფასებს რაიონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად მივაწოდოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.  

ახალი სახელფასო განაკვეთის მიხედვით, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებული ექიმის ანაზღაურება ერთ მორიგეობაზე 100-დან 130 ლარამდე, ექთნის - 66 ლარიდან 90 ლარამდე, ხოლო მძღოლის 58-დან 79 ლარამდე გაიზრდება.

2014 წლიდან დღემდე რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება ჯამურად 127%-ით არის მომატებული. 2014 წლამდე ექიმის სახელფასო სარგო თვეში 450 ლარს შეადგენდა, დღეს 988 ლარია, ექთნის 300 ლარიდან 684 ლარამდეა გაზრდილი, ხოლო მძღოლის 260 ლარიდან - 605 ლარამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]