weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

სვანეთში, ხაიშსა და ჭუბერში ასობით პოლიციელია მობილიზებული

12:33 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში, ხაიშსა და ჭუბერში ასობით პოლიციელი შეიყვანა. როგორც „რეგინფოს“ სამინისტროში განუმარტეს, სამართალდამცავები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამრომლების და ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოებას იცავენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები დიდი ოდენობით ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვების ფაქტების შესასწავლად ხაიშსა და ჭუბერში დღეს გამოჩნდნენ. უწყების ინფორმაციით, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს და გამომძიებლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

ხაიშის და ჭუბერის თემების მცხოვრებლები სვანეთში ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას და შსს-ს მიერ დიდი რაოდენობით პოლიციელების შეყვანას, მესტიის მუნიციპალიტეტში ჰესების მშენებლობას უკავშირებენ, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. პროტესტის გამო ჰესების მშენებლობა შეჩერებულია. ადგილობრივების თქმით, შსს-ს ასეთი ქმედება მოსახლეობის დაშინებისა და დასჯისკენ არის მიმართული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში დამატებითი ძალები და სპეცრაზმი შეიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლიდა გამომძიებლებს, ხაიშსა და ჭუბერში ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]