weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება

10:52 პარასკევი, 27 ივლისი 2018
ფოტოზე ბათუმის საკრებულოს სხდომა ფოტოზე ბათუმის საკრებულოს სხდომა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.

საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის განცხადებით, ძეგლი სავარაუდოდ 2019 წელს დაიდგმება.

ძეგლის აღმართვამდე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია შერჩეულ ტერიტორიაზე მისი მოწყობის თაობაზე შესაბამის საინფორმაციო დაფას განათავსებს.

დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის მოთხოვნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ე.წ. ქართულმა მარშმა ხუთი თვის წინ მიმართა. ბოლო კვირის განმავლობაში მარშის წევრები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ადგილობრივი მთავრობა ბათუმში ძეგლის დადგმას მეზობელი სახელმწიფოების მოთხოვნით ვერ ბედავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]