weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგამოძიებო სამსახური: ყველა რეგისტრირებული ხის სახერხი საამქრო შემოწმდება

12:54 პარასკევი, 27 ივლისი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში შეამოწმებენ ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დანიშნულია შემოწმება ორ უცხოურ (ჩინური და ირანული) კომპანიაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს ხის გადამუშავება-რეალიზაცია.

„დღეისთვის საგამოძიებო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. შემოწმება უკვე ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 52 საწარმოში. ღონისძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე, გამოვლენილია რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 23 საამქრო და ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, ინვენტარიზაცია მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე-ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]