weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რამ გამოიწვია თბილისში მტვრის გავრცელება - გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება

15:13 პარასკევი, 27 ივლისი 2018
ფოტო © facebook.com/nkakabadze ფოტო © facebook.com/nkakabadze

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში და მათ შორის თბილისში მტვრის მასა გავრცელდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მტვრის გავრცლება ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მოხდა და ცხელი და შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებამ გამოიწვია.

„არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით) აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას.

სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის, რამაზ ჭითანავას თქმით, გამორიცხული არ არის მტვრის მასები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც გავრცელდეს.

უჩვეულო მტვრის ამსახველი ფოტოები დილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]