ჯამბულ ხოზრევანიძის თქმით, რეგიონში მავნებლის წინააღმდეგ სამუშაოებში მაქსიმალური რაოდენობის ადამიანური და ტექნიკური რესურსია ჩართული.
„ჩვენ ვცდილობთ შეწამვლითი ღონისძიებები ვაწარმოოთ ძირითადად ღამის პერიოდში, რაც, ასე ვთქვათ, ხელს არ შეუშის ტურისტს. ჩვენ უკვე მოვიცავით თითქმის ყველა აქტიური ზონა. ზონებად გვაქვს დაყოფილი. იქ, სადაც მასიურად შეიმჩნევა აზიური ფაროსანა უკვე მესამედ გავდივართ. შესაწამლი აპარატები დავანაწილეთ ისე, რომ თითქმის ყველა სოფელში მოხვედრილიყო. აჭარაში ზუსტად არის 336 სოფელი და თუ პროპორციულად ავიღებთ გამოდის, რომ ერთ სოფელზე ჩვენ გავეცით ათი ერთეული შესაწამლი აპარატი“, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჯამბულ ხოზრევანიძემ.
სახელმწიფო პროგრამასთან ერთად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ ტერიტორიულ ერთეულებს შესაწამლი პრეპარატებიც გადაეცათ, რომლის გამოყენებაც მავნებლის გააქტიურების შემთხვევაში თვითმმართველობებს შეეძლებათ.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.